სესხის პირობები

სესხის პირობები

 

ჩვენს საიტზე რეგისტრაცია და განაცხადის შევსება არის უფასო. თქვენ იხდით მხოლოდ სესხის მიღების საკომისიოს იმ შემთხვევაში, თუ თქვენი სესხი დაფინანსდება. 

„პირდაპირის“ ადმინისტრატორების მიერ პლატფორმაზე განთავსებულ თითოეულ სესხს ენიჭება ხარისხობრივი რეიტინგი. სესხის რეიტინგის მინიჭება ხდება „პირდაპირის“ სქორინგ მოდელის გამოყენებით, რომელიც მრავალფაქტორიანია და ითვალისწინებს სესხის აღების მსურველის დემოგრაფიულ და ფინანსურ მგომარეობას, საკრედიტო ისტორიას და სხვა ფაქტორებს. რეიტინგის განსაზღვრისას სესხებს ენიჭებათ ხარისხობრივი პარამატრები  D-დან (უდაბლესი მაჩვენებელი) A-მდე (უმაღლესი მაჩვენებელი). რაც უფრო მაღალია რეიტინგი, მით დაბალია საპროცენტო განაკვეთი.

რეიტინგების მნიშვნელობა შემდეგია. 

რეიტინგი სავარაუდო საპროცენტო განაკვეთი რეიტინგის სარეკომენდაციო მნიშვნელობა
A 15-21% ვადაგადაცილების ან ინვესტორის დანაკარგის ალბათობა ძალიან მცირეა 
B 22-32% ვადაგადაცილების ან ინვესტორის დანაკარგის ალბათობა მცირეა
C 33-47% ვადაგადაცილების ალბათობა საშუალოა, ინვესტორის დანაკარგის ალბათობა - მცირე
D 38-69% ვადაგადაცილების ან ინვესტორის დანაკარგის ალბათობა საშუალოა 

მოცემული ხარისხობრივი რეიტინგები გამოიყენება საპროცენტო განაკვეთების დასაწესებლად, საინფორმაციოდ და ინვესტორთათვის სარეკომენდაციოდ. „პირდაპირი“ არ იღებს პასუხისმგებლობას სესხის დაფარვის ალბათობის ზუსტ განსაზღვრაზე ან სესხის ფაქტობრივ დაფარვაზე.

სესხის მიღების საკომისიო

მსესხებლებისთვის სესხის მომსახურების, ტრანზაქციების და ანგარიშის მომსახურების საფასური - შეადგენს მსესხებლისთვის დამტკიცებული და გასაცემი სესხის თანხის 5%–ს. გრძელვადიან სესხებზე, 18-ზე აღმატებულ ყოველ 6 თვეზე მსესხებლისგან აიღება დამატებითი საკომისიო - სესხის თანხის 1% (ანუ 5%-ს დამატებული 1%), რომელიც ეჭრება სესხის თანხას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სესხი სრულად დაფინანსდება და გაიცემა. მაგალითად, 24 თვიან სესხზე მსესხებლის მიერ გადასახდელი საკომისიო შეადგენს 6%-ს, 30 თვიან სესხზე -7% და ა.შ

 

საკომისიოს აღება ხდება სესხის ძირითადი თანხიდან. მაგალითად, თუ ისესხებთ 1,000 ლარს, საკომიოს გამოკლების შემდეგ თქვენს ანგარიშზე ჩაირიცხება 950 ლარი.