პარტნიორები
ნიკოლოზ შურღაია - „პირდაპირის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ინვესტორია.
ნიკოლოზი გამოცდილი ბანკირი, მენეჯერი და მრჩეველია, საქართველოს, აზერბაიჯანის, ბელარუსის, რუსეთის და დიდი ბრიტანეთის საფინანსო ინსტიტუტებში, ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის ორ ათეულ წელზე ხანგრძლივი გამოცდილებით.
ნიკოლოზს მიღებული აქვს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი ლონდონის ბიზნეს სკოლისაგან, არის ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტის კურსდამთავრებული. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
''პირდაპირის'' პლატფორმაზე 100-ზე მეტი ინვესტორია რეგისტრირებული. მათ შორის არიან, საქართველოს საფინანსო სექტორის წამყვანი მენეჯერები და პროფესიონალები, საინვესტიციო კომპანიებიდან, ბანკებიდან და არასაბანკო საკრედიტო კომპანიებიდან, ასევე პროფესიონალები სახელმწიფო სექტორიდან და კერძო ბიზნესიდან.