საპროცენტო განაკვეთები
"პირდაპირის" კვალიფიციური საკრედიტო ექსპერტები თითოეული სესხის განაცხადს ანიჭებენ შესაბამის პროცენტს და რეიტინგს.
საპროცენტო განაკვეთის დადგენა ხდება მსესხებლისგან მიღებული და საკრედიტო ექსპერტების მიერ გადამოწმებული ინფორმაციის საფუძველზე. საპროცენტო განაკვეთის დაწესებისას გაითვალისწინება მსესხებლის რეიტინგი კრედიტ-ინფოში, მოთხოვნის სესხის მოცულობა, ვადა და სხვა საკრედიტო ფაქტორები.
„პირდაპირის“ ადმინისტრატორების მიერ პლატფორმაზე განთავსებულ თითოეულ სესხს ენიჭება ხარისხობრივი რეიტინგი. სესხის ხარისხობრივი შეფასება ხდება „პირდაპირის“ საკუთარი სქორინგ მოდელის გამოყენებით, რომელიც მრავალფაქტორიანია და ითვალისწინებს სესხის აღების მსურველის დემოგრაფიულ და ფინანსურ მგომარეობას, საკრედიტო ისტორიას და სხვა ფაქტორებს. რეიტინგის განსაზღვრისას სესხებს ენიჭებათ ხარისხობრივი პარამატრები D-დან (უდაბლესი მაჩვენებელი) A-მდე (უმაღლესი მაჩვენებელი).
რეიტინგების მნიშვნელობა შემდეგია.
რეიტინგი | სავარაუდო საპროცენტო განაკვეთი |
რეიტინგის სარეკომენდაციო მნიშვნელობა |
A | 15-21% | სესხების გადაუხდელობის ან ინვესტორის დანაკარგის ალბათობა ძალიან მცირეა |
B | 22-32% | სესხების გადაუხდელობის ან ინვესტორის დანაკარგის ალბათობა მცირეა |
C | 33-47% | სესხების გადაუხდელობის ან ინვესტორის დანაკარგების ალბათობა საშუალოა |
D | 48-69% | სესხების გადაუხდელობის ან ინვესტორის დანაკარგის ალბათობა მაღალია |
მოცემული ხარისხობრივი რეიტინგები გამოიყენება საპროცენტო განაკვეთების დასაწესებლად, საინფორმაციოდ და ინვესტორთათვის სარეკომენდაციოდ. „პირდაპირი“ არ იღებს პასუხისმგებლობას სესხის დაფარვის ალბათობის ზუსტ განსაზღვრაზე ან სესხის ფაქტობრივ დაფარვაზე.“
საკომისიოები
ინვესტორის მომსახურების საკომისიო - სესხის მომსახურების, ტრანზაქციების და ანგარიშის მომსახურების საფასური შეადგენს გაცემული სესხის წლიურ 1%–ს, რომელიც გამოიქვითება მსესხებლის ყოველთვიური გადახდებიდან.