რისკები და დივერსიფიკაცია

რისკები და დივერსიფიკაცია



რეკომენდირებულია, რომ ინვესტორმა მოახდინოს დაბანდებული თანხის დივერსიფიკაცია.

დივერსიფიკაცია წარმოადგენს საინვესტიციო რისკების მართვას, როცა ინვესტორი აბანდებს საკუთარ სახსრებს სხვადასხვა სესხებში ერთის მაგივრად. მაგალითად თქვენ გაქვთ 6000 ლარი, რომ დაიწყოთ ინვესტიცია "პირდაპირზე".

თქვენ გაქვთ ორი ვარიანტი:
1. დააფინანსოთ 6000 ლარიანი სესხი; 
2. ან დააფინანსოთ 20 მსესხებელი თითო 250 ლარით.

თუ მხოლოდ ერთ მსესხებელს დააფინანსებთ და ეს მსესხებელი ვეღარ დაფარავს სესხს, თქვენ შეიძლება დაკარგოთ თქვენი თანხა. ხოლო თუ დააფინანსებთ 20 სხვადასხვა მსესხებელს და ერთ-ერთი ვერ დაფარავს სესხს, ამ შემთხვევაში თქვენ შეძლებთ რისკების გადანაწილებას.

მსესხებელიც და ინვესტორიც თანხმდებიან იურიდიულ დოკუმენტებში მოცემულ პირობებზე და მისი დარღვევის შემთხვევაში მოხდება ადეკვატური მოქმედებების განხორციელება, უკიდურეს შემთხვევაში საქმე გადაეცემა სასამართლოს.

დაგვიანებულად ითვლება სესხი, რომელთან დაკავშირებული რაიმე გადახდა დაგვიანდა 30 დღემდე პერიოდის განმავლობაში.
ვადაგადაცილებულად ითვლება სესხი, რომელთან დაკავშირებული რაიმე გადახდა დაგვიანდა 30-დან 90 დღემდე პერიოდის განმავლობაში.
პრობლემურად კლასიფიცირდება სესხი, რომლის გადახდა დაგვიანდა 90 დღეზე მეტი ხნით.

რომელიმე მსესხებლის მიერ სესხის დადგენილ ვადაში დაუფარაობის შემთხვევაში, დაგვიანების პერიოდის მიუხედავად, “პირდაპირი” ინვესტორების სახელით მსესხებლებისგან მოითხოვს სესხის გადახდას და ჩარიცხავს ინვესტორთა სასარგებლოდ ამოღებულ თანხებს სესხის დასაფარავად. ასევე, დაგვიანებულ A, B და C რეიტინგის სესხებთან დაკავშირებით,  იმოქმედებს ინვესტორის სახელით და გადასცემს სესხს კოლექტორულ კომპანიას, ან შეიტანს სარჩელს სასამართლოში და კოორდინაციას გაუწევს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს.

რესტრუქტურიზაცია

პირდაპირი“ უფლებამოსილია მხარეებს შესთვაზოს სესხის რესტრუქტურიზაცია მსესხებლისა და ინვესტორისთვის შეთავაზების გაგზავნით. ჩვეულებრივ რესტრუქტურიზაცია ითვალისწინებს სესხის დაფარვის პერიოდის გაზრდას 12 თვემდე ვადით და პარალელურად საპროცენტო განაკვეთის გაზრდას. რესტრუქტურიზაციის პირობებზე მსესხებლის თანხმობის შემთხვევაში ინვესტორებს მიეცემათ 7 დღე წინადადებაზე უარის თქმის უფლების გამოსაყენებლად.რესტრუქტურიზაცია მოხდება აღნიშნული ვადის გასვლისას, თუ სესხში 30%-ზე მეტი წილის მქონე ინვესტორთა მიერ არ მოხდა წინადადების უარყოფა