ინვესტირების დაწყება

ინვესტირების დაწყება



თუ თქვენ გაქვთ გარკვეული დანაზოგი (500 ლარი ან მეტი), შეგიძლიათ დააბანდოთ უკეთესი სარგებლის მისაღებად "პირდაპირ" სანდო სესხებში.

ჩვენ ვაკავშირებთ ერთმანეთთან მსესხებლებს, რომლებსაც სურთ ისესხონ ფული და ინვესტორებს, რომლებიც მზად არიან გაასესხონ ფული და მიიღონ სარგებელი.

"პირდაპირზე" ინვესტორად დარეგისტრირებისათვის:

  • თქვენ უნდა იყოთ 18 წელზე მეტის;
  • ფიზიკური ან იურიდიული პირი;
  • გქონდეთ პირადობის მოწმობა და ანგარიშის ნომერი;
  • დარეგისტრირებისას აუცილებელი პირობაა პირდაპირზე თქვენი ანგარიშის 500 ლარით შევსება, რომელსაც შემდეგ ინვესტირებისთვის გამოიყენებთ (შესაძლებელია ამ თანხის უკან გამოტანაც).

სესხების განაცხადების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ სესხების დათვალიერებაში. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი საპროცენტო განაკვეთის, ვადის, სესხის მოცულობის და სხვა კრიტერიუმების მიხედვით.

დააფინანსება შესაძლებელია მინიმუმ 50 ლარით (50 ლარის ჯერადი თანხით).

მსესხებლის მიერ პლატფორმაზე განთავსებულ სესხის მოთხოვნის განაცხადს აქვს 5 დღის ვადა, რა დროშიც ინვესტორებს შეუძლიათ დააფინანსონ იგი, თუ სესხი დაფინანსდა 70%–ზე მეტით, ვადა გაგრძელდება კიდევ 5 დღით.

მას შემდეგ რაც სესხი დაფინანსდება სრულად და მსესხებელი მიიღებს თანხას, დადგენილი გრაფიკით თქვენ ყოველთვიურად მიიღებთ მსესხებლის მიერ შემოტანილი გადახდების თქვენს წილს სესხის დაფარვამდე.

შემოსავლების მიღება



"პირდაპირზე"
მსესხებელს მიღებული სესხის დასაფარად ყოველთვიურად შემოაქვს თანხა.

მას შემდეგ, რაც მსესხებელი თავის ვირტუალურ ანგარიშზე შემოიტანს გადასახდელ თანხას, სისტემა ავტომატურად გადაურიცხავს ინვესტორებს თანხის იმ ნაწილს რა წილითაც დააფინანსეს სესხი. ინვესტორებს შეუძლიათ ანგარიშზე არსებული თანხა ისევ გაასესხონ და უფრო მეტი სარგებელი მიიღონ, ან გადარიცხონ თავიანთ საბანკო ანგარიშზე და გაანაღდონ.

იმ შემთხევაში თუ მსესხებელი დააგვიანებს ყოველთვიური გადახდების შემოტანას, მას დაეკისრება ჯარიმა ყოველ გადაცილებულ დღეზე დაგვიანებული თანხის 0.5%-ის ოდენობით.

მსესხებლის მიერ სესხის წინსწრებით დაფარვა არ არის შესაძლებელი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მსესხებელი მთლიანად ფარავს სესხს წინსწრებით, რისთვის მას უწევს დამატებითი 2%–ის დაფარვა.

ინვესტორთა საყურადღებოდ: „პირდაპირის“ არ ასრულებს საგადასახადო ფისკალური აგენტის ფუნქციას ინვესტორებსა და საგადასახადო ორგანოებს შორის. საპროცენტო შემოსავლიდან გადასახადების გადახდა ინვესტორთა პასუხისმგებლობაა.