კომპანიის შესახებ
„სს პირდაპირი საინვესტიციო სისტემები“ (PirdaPir.ge) შეიქმნა 2014 წელს. ბიზნეს იდეა ჩამოყალიბდა აშშ–ის წამყვანი ონლაინ პლატფორმა lendingclub.com-ის კონცეფციის შთაგონებით.
PirdaPir.ge-ის მისიაა მომხმარებლებისადმი მეგობრულად განწყობილი ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით დააკავშიროს მსესხებლები და გამსესხებლები ერთმანეთთან და ხელი შეუწყოს მათ შორის ორმხრივად სარგებლიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებას.
პლატფორმა წარმოადგენს ბანკების პირდაპირ ალტერნატივას. მისი მიზანია მომხმარებლებმა იაფად აიღონ სესხები, ხოლო გამსესხებლებმა მოახდინონ დაგროვილი კაპიტალის უფრო მომგებიანად დაბანდება ვიდრე ინვესტირების სხვა საშუალებებში.
PirdaPir.ge–ის პლატფორმაზე ადამიანს ან კომპანიას შეუძლია დარეგისტრირდეს, როგორც მსესხებელი და გააკეთოს სესხის განაცხადი, ან დარეგისტრირდეს, როგორც ინვესტორი და გააკეთოს ინვესტიცია პლატფორმაზე არსებულ სესხის განაცხადებში.
PirdaPir.ge-ის მთავარი ღირებულებებია:
გამჭირვალობა – ჩვენი საქმიანობა მაქსიმალურად გამჭვირვალეა. ვცდილობთ ეს პრინციპი დავიტანოთ პლატფორმაზე, რათა მომხმარებლებმა მაქსიმალურად სწორი და სრული ინფორმაცია მიიღონ.
ნდობა – ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლების წინაშე ნდობის მოპოვება, რომლისთვისაც ჩვენი გუნდი გამუდმებით მუშაობს.
სამართლიანობა – ჩვენი საქმიანობა მთლიანად დამყარებულია სამართლიანობასა და დაპირების შესრულებაზე.
გუნდის შესახებ
PirdaPir.ge–ის გუნდი შედგება მაღალკვალიფიციური პროფესიონალებისგან, რომლებსაც აქვთ საბანკო და საფინანსო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.